გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარ მტკიცებულებებს.

6 თვეზე მეტი ვადით პატიმრობა სასამართლომ შეიძლება შეუფარდოს მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებელი ჟიურის გამამტყუვნებელი ვერდიქტის საფუძველზე;

აკრძალულია სამოქალაქო-სამართლებრივ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

დაუშვებელია  პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა

ბრალის გარეშე;

ქმედებისათვის,

რომლის ბრალეული ხასიათი ნათლად გასაგები არ არის ნაფიც მსაჯულთა ჟიურისათვის;

რომელიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად;

სამართალდარღვევას წარმოადგენდა მისი ჩადენის დროს.

დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის შეფარდება, რომელიც გამოიყენებოდა სამართალდარღვევის ჩადანის დროს.

სასჯელი არ შეიძლება იყოს სამართალდარღვევის დისპროპორციული და უჩვეულო.

მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მატერიალური ზიანის კომპენსაციის ოდენობას.

სასჯელის ძირითადი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, სამართალდარღვევის პრევენცია და მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაცია.

Advertisements