ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

სასამართლომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ კონსტიტუციისა და მისი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ყოველ პირს აქვს უფლება მისი საქმის განსჯისას არ იყოს გამოყენებული კონსტიტუციის ან კანონის შეუსაბამო სამართლებრივი აქტი.

მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, სასამართლოს მეშვეობით შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოიძახონ  და დაკითხონ მოწმეები, აგრეთვე მოითხოვონ მათი უფლებების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება.

კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, აგრეთვე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას, თუ ისინი აუარესებენ ბრალდებულის მდგომარეობას, იურიდიული ძალა არა აქვს.

დაუშვებელია მტკიცებულება, რომლის ჯვარედინი გამოკვლევის შესაძლებლობა ზეპირ და უშუალო სასამართლო მოსმენაზე არ მისცემით მხარეებს, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ახალი კანონით, რომელიც აუმჯობესებს მის მდგომარეობას, ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას ან შეზღუდვებს. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს შეზღუდვებს ან პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

გარემოებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი ან ზემდგომი სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება, თუ კანონით განსაზღვრული წესით არ იქნება დასაბუთებული განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

Advertisements