ომის ან აგრესიის აქტის, აგრეთვე სახელმწიფოსა ან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ძალადობის შემთხვევაში, თუ სამართალდაცვითი ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად საკმარისი არაა, მეომარი მხარის, მისი შეიარაღებული ძალის მოქმედი წევრის ან ძალადობის აქტიური მონაწილის წინააღმდეგ გამოიყენება ომის კანონები.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაუშვებელია:

სახლემწიფოს ან პირის განთავისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან

შემდეგი უფლებების შეზღუდვა:

სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები

რწმენისა და სინდისის თავისუფლება

უფლება, არ განიცადო იძულებითი ასიმილაცია, შეინარჩუნოს, გამოხატოს ან განავითაროს თავისი კულტურული რელიგიური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილება.

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები

სამართლიანი განაჩენისა და სასჯელის უფლება

განმეორებითი დევნის აკრძალვა და გასაჩივრების უფლება

Advertisements